ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში აფეთქების შედეგად
გარდაცვლილი მუშის ნანგრევებიდან გამოყვანის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით,გარაცვლილია 45 წლის მუშა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას აცხადებენ, რომ გამოძიბა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით “ჯორჯიან მანგანეზში” ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.