სამეცნიერო-ინტელექტუალური

კლუბი “თაობათა დიალოგი” 16-29 წლის ახალგაზრდებისთვის სამთვიან ბიზნეს სწავლების პროგრამას იწყებს.

“სახლი N4” – კულტურათა ინტეგრაციის სივრცეა და მისი მიზანი ბიზნესის წარმოებისთვის ინოვაციური, კრეატიული მიდგომების განვითარება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მონაწილეებს ჩაბარდება სახლი N4-ის შენობა, რომელშიც კულტურათა ინტეგრაციული სივრცე უნდა შექმნან. პროგრამის განმავლობაში შემუშავდება სივრცის კონცეფცია. აღნიშნულ ფართში მონაწილეები სხვადასხვა სახის კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს გაუკეთებენ ორგანიზებას.

პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც 10 მონაწილე შეირჩევა, ჩართულები იქნებიან ევროპელი და ამერიკელი მოხალისეები. ასევე, ჩატარდება ბიზნესის მასტერ კლასები და მონაწილეები წარმატებული ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

პროგრამა სამი ეტაპისგან შედგება:

პირველი ეტაპი – მონაწილეების შერჩევა და პროგრამის კონცეფციის გაცნობა. მონაწილეები გაეცნობიან სახლ N4-ს და იმუშავებენ კულტურათა ინტეგრაციის სივრცის კონცეფციებზე, დიზაინსა და სამოქმედო გეგმაზე;

მეორე ეტაპი – სამოქმედო გეგმის განხორციელება. სივრცის მოწყობა, სერვისების აწყობა და აუდიტორიის მობილიზება;

მესამე ეტაპზე – მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შეჯამება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაძლოა მოხდეს პროგრამის მონაწილის დასაქმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *