აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკაში (II კორპუსი) მასშტაბური პროექტის “ლიტერატურული ტურნე 2018″–ის ფარგლებში დიდი ლიტერატურული საღამო გაიმართება. მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ მათთვის საყვარელ ქართველ მწერლებს, “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულებს: თათული ღვინიანიძეს, შორენა ხუხუას, ია კარგარეთელსა და ელის დოჯსონს, რომლებიც თავიანთ რომანებს წარადგენენ და მკითხველისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.
ლიტერატურული საღამო 9 მარტს, 14:00 საათზე დაიწყება.