აწსუ-ში პროექტ EurasiaDoc 2018-ის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია ეძებს პირებს, რომლებსაც დოკუმენტური ფილმის შექმნის იდეა აქვთ. მონაწილეობის მიღება როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები რეჟისორებისთვისაა შესაძლებელი.
“ევრაზიადოკმა” დაიწყო პროექტების მიღება. პროექტი დოკუმენტური ფილმებისა და მათი ავტორების ხელშესაწყობადაა შექმნილი. ხელს ვუწყობთ მონაწილეთა ევროპელ პროდიუსერებთან შეხვედრას, რაც შემდგომი დაფინანსების წყაროა. თემატიკა არ არის შეზღუდული, მთავარია იყოს კრეატიული და საავტორო,”-განაცხადა პროექტ “ევრაზიადოკის” კოორდინატორმა მარიამ ჭაჭიამ.
პროექტების მიღება 18 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ექვსი საუკეთესო შეირჩევა. შერჩეული კანდიდატები ორკვირიან გადამზადებას გაივლიან და ხუთდღიანი ინდუსტრიული შეხვედრები ჩაუტარდებათ ევროპელ პროდიუსერებთან და ტელევიზიის წარმომადგენლებთან.
EurasiaDoc არის დოკუმენტური ფილმების განვითარების ფრანგული პროგრამა, რომელიც ეხმარება დამწყებ დოკუმენტალისტებს განავითარონ საკუთარი იდეა ფრანგი და გერმანელი ტრენერების ხელშეწყობით და შემდგომში აწარმოონ ევროპელ პროდიუსერებთან ერთად.