ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის ბადმინტონელთა
გუნდი მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ბადმინტონში ჩემპიონატი 19 აპრილიდან 25 აპრილამდე ინდოეთში, ქალაქ პუნაში გაიმართება. ქუთაისის 21-ე სკოლის გოგონათა გუნდთან ერთად ჩემპიონატზე თბილისის 98-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი იასპარეზებს.
მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე საქართველოს სხვადასხვა სკოლებდან გუნდები სპორტის 9 სახეობაში გამოვლენ.
ჩემპიონატზე უკვე გაემგზავნენ ხელბურთის და ფუტსალის გუნდები, რომელთაც გუშინ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდათ.