რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები ტარდება და რეზერვუარები ეწყობა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მრავალწლიან პრობლემას სრულად აღმოფხვრის. ათეულობით წლის განმავლობაში ფეკალური მასები მდინარე წყალტუბოში ჩადიოდა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 778 378 ლარით არის დაფინანსებული. დონორი კი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოა.
მშენებლობის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება.