8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება.
დავითობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს ქუთაისის მერიის კულტური განყოფილება აქვეყნებს.
დღესასწაულის აღნიშვნა 10:30 საათზე დავით აღმაშენებელის ძეგლის პატივგებით დაიწყება და საღამოს ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის საზეიმო კონცერტით დასრულდება.
გთავაზობთ 8 თებერვლის პროგრამას:
10:30 – დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება;
12:00 – გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვა, დავით აღმაშენებლის საძვალის პატივგება, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა;
13:00 – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა “დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა ხელნაწერთა ცენტრის კოლექციებში”(გელათის სამონასტრო კომპლესთან არსებულ გელათის აკადემიის შენობა);
13:30 – საგალობლების ფესტივალი (მონაწილეები: “ანჩისხატი”, “აღსავალი”, “იადგარი”, ბაღდათის სალოტბარო სკოლის გუნდი);
18:30 – ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის საზეიმო კონცერტი მესხიშვილის თეატრში.
ღონისძიებები ქუთაისსა და გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარდება.