იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე
და პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი წყლის სისტემების ამერიკელ ექსპერტ კეილ კასეს შეხვდნენ.
მხარეებმა იმერეთის რეგიონში წყლის სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებმა ექსპერტისგან შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს.
როგორც იმერეთის გუბერნიაში განმარტავენ, პირველ ეტაპზე არსებული სისტემის შესწავლა ხორციელდება. აღნიშნული მიზნით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სხვადასხვა თვითმმართველობებში მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, USAID – ის ჩართულობით, წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ სფეროს ეფექტიან ფუნქციონირებაზე მუშაობს.