ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის
2018 წლის ბიუჯეტის პროექტში – 4 მილიონ 318 ათას 400 ლარია გათვალისწინებული.
ეს თანხა სხვადასხვა მიმართულებებზე ასე ნაწილდება:
ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი – 150 ათასი ლარი
მედიკამენტებით უზრუნველყოფა – 235 ათასი ლარი
სამედიცინო დამხარება -650 ათასი ლარი
ეპილეფსიით დაავადებულ პირთა დახმარებისათვის – 60 ათასი ლარი
ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება – 6 ათასი ლარი
ლეიკოზითა და სოლიდურის სიმსივნით დაავადებულ პირთა თანადგომა 22 ათასი ლარი
შინ მოვლის პროგრამა – 20 ათასი ლარი
აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია – 125 ათასი ლარი
შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტებისა და დღის ცენტრების კომუნალური ხარჯების დაფინანსება – 25 ათასი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარებისა და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობა – 10 ათასი ლარი
მარტოხელა მშობელთა დახმარება – 12 ათასი ლარი
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება – 12 ათასი ლარი
“საქართველოს შOშ ბავშვთა სოფელის” მიერ განხორციელებული პროექტის დღის ცენტრის ბენეფიციარების დახმარების პროგრამა – 27 ათას 500 ლარი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა – 8 ათას 400 ლარი