საახალწლო განათება თერჯოლაში ახალი წლის დადგომამდე, ერთი კვირით ადრე ჩაირთვება.
აღნიშნულის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, 25 დეკემბრამდე საახალწლო განათება დაზიანებების გამო არ ირთვება.
რაც შეეხება საახალწლო კონცერტს, ადგილობრივი შემსრულებლები მაყურებლის წინაშე 31 დეკემბერს, 22:00 საათზე წარსდგებიან.
საახალწლო დღეებში ბავშვებისათვის კარნავალი მოეწყობა და 2570 ბავშვი დასაჩუქრდება.