სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად
არასამთავრობო ორგანიზაცია “თაობათა დიალოგი” აქცია-ღონისძიებას აწყობს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, წინასწარ მოძიებულია და შერჩეულია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები. “თაობათა დიალოგის” მოხალისეები 29 დეკემბრამდე ქალაქში ყიდიან საახალწლო ხელნაკეთ ნივთებს. ასევე, ორგანიზაცია მუშაობს სპონსორებთან. ღონისძიების შემდეგ ჯამდება ბიუჯეტი და ოჯახებზე თანაბრად ნაწილდება.
“თაობათა დიალოგის” წარმომადგენლების თქმით, ორგანიზაცია შეგროვებული თანხით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსა თუ საკვებ პროდუქტებს ყიდულობს, რომლებსაც 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, მოულოდნელად გადაეცემათ ოჯახებს.
თანხის შემოწირვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
აქცია-ღონისძიებას “ის მაინც არსებობს”, “თაობათა დიალოგი” მეშვიდე წელია ახორციელებს.
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები: ს.ს. “თიბისი ბანკი” GE08TB7127036080100002
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი ‘თაობათა დიალოგი’
გთხოვთ, მიუთითოთ “შემოწირულობა”.
მისამართი : ქ.ქუთაისი, ვ.კუპრაძის №7 ( რკინიგზის საავადმყოფოს გვერდით
მობ: +995 598 84 82 28
Ricdog@live.com