საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში,
multicat=36 სოფ. ყუმისთავის მიდამოებში, მდ. სემის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 287 მეტრზე მდებარეობს. მღვიმეს ახლა რეაბილიტაცია უტარდება. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, მღვიმის კეთილმოწყობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება. სხვა საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად იგეგმება სპელეოთერაპიის სივრცის მოწყობაც.
“საწურბლიას მღვიმე გამოირჩევა უნიკალური მიკრო კლიმატით. დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებისა და ჩეხეთის მღვიმეების სამსახურის მიერ განხორციელდა მღვიმის შესწავლა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას აქვს სამკურნალო ეფექტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მღვიმის კეთილმოწყობის სამუშაოები. ადგილზე განთავსდება სპელეოთერაპიის სივრცე და სხვა თანმდევი ინფრასტრუქტურა. საწურბლიას მღვიმის მშენებლობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საერთო ღირებულებით 647 777 ლარი”, – წერია რადიო “ძველი ქალაქისათვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.
საწურბლიას მღვიმე ვიზიტორების მიღებას 2018 წლის გაზაფხულდან შეძლებს.
ასეთი იქნება რეაბილიტირებული საწურბლიას მღვიმის ტერიტორია