ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალბატონს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაჭრას ცდილობდა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ქალბატონს სხეულის მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული. მათივე თქმით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.