ქუთაისში 9 აპრილის მემორიალის რესტავრაცია-კონსერვაცია უკვე დაიწყო.
მემორიალთან საინფორმაციო დაფა განთავსდება, ძეგლზე დატანილი წარწერები აღდგება და მონუმენტი გაილაქება. რეაბილიტაციის შემდეგ, მემორიალს პირვანდელი სახე დაუბრუნდება.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ელექტრონულ ტენდერში ინდ. მეწარმე გიორგი გარსაველიძემ გაიმარჯვა, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 21 დეკემბრის ჩათვლით უნდა დაასრულოს.
სატენდერო დოკუმენტაცის მიხედვით, მემორიალის რესტავრაცია-კონსერვაციისათვის 4906 ლარია გამოყოფილი.
9 აპრილის მემორიალი ცისფერყანწელთა ქუჩიდან ცენტრალურ ბაღში ,,ეროვნული მოძრაობის” ინიციატივით გადაიტანეს.