წყალტუბოში რეგიონალური ფოლკლორული
ფესტივალი “ფუძეობა” გაიმართა. მაში მონაწილეობა იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. წელს ფესტივალში მონაწილეობა ლატვიის ქალაქ სალდუსის ფოლკლორულმა ანსამბლმა მიიღო. სალდუსი და წყალტუბო 2 წლის წინ დამეგობრდნენ.
“ძალიან გვიხარია რომ აქ ჩამოვედით. ყოველთვის ვადევნებთ თვალს რა ხდება სხვა ქვეყვებში, მითუმერეს იმ ქვეყვებშიი,რომლებთანაც ვთანამშრომლობთ. იმედი გვაქვს,რომ მალე საქართველოც შეუერთდება ევროკავშირს და იქნება მისი სრულუფლებიანი წევრი.
ჩვენი ხალხის თქვენთან ჩამოსვლა, მე ვფიქრობ, თქვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო”, – განაცხადა სალდუსის მერმა.