“ეს არის მორიგი პროვოკაცია” – “ქართული ოცნების” შტაბში
პლაკატების უკუღმა დაკიდებას ეხმაურებიან. საარჩვენო შტაბის უფროსი ნიკა ლატარია ამბობს, რომ ოპონენტებმა რამდენჯერმე ბანერებიც დააზიანეს.
“აშკარაა ჩვენი ოპონენტები ისევ განაგრძობენ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ალოგიკურ და უსუსრე თამაშებს. რამდენჯერმე ჩვენი ბანერები დააზიანეს და ახალა ფოტოების უკუღმა დაკიდება მოიფიქრეს. ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც უსუსური და სასაცილოა”, – განაცხადა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა ლატარიამ.
“ქართული ოცნების” მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების თავდაყირა გაკრული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.