საკრებულოს საქმიანობის შესასწავლად
ქუთაისის მერია ტენდერს SPA170011956 აცხადებს. აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს :
• 2014 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 01 ოქტომბრამდე განვლილ პერიოდში გაცემული ხელფასები – დამტკიცებულ ბიუჯეტთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
• 2014 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 01 ოქტომბრამდე განვლილ პერიოდში თანამშრომელთა მივლინებები – დამტკიცებულ ბიუჯეტთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
• 2014 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 01 ოქტომბრამდე განვლილ პერიოდში ავტომანქანებზე გაწეული ექსპლუატაციის დანახარჯები – დამტკიცებულ ბიუჯეტთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
• 2014 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 01 ოქტომბრამდე განვლილ პერიოდში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები – დამტკიცებულ ბიუჯეტთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
• 2014 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 01 ოქტომბრამდე განვლილ პერიოდში გაწეული სხვა ფინანსური დანახარჯები – დამტკიცებულ ბიუჯეტთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
• 2014 წლის 15 ივლისის შემდგომ პერიოდში საკრებულოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია;
საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე განვლილი პერიოდის ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტორული მომსახურების და შემოწმების შედეგებზე დასკვნის მომზადებისათვის 10 ათასი ლარია გამოყოფილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 9 სექტემებერს იწყება და 11 სექტემბერს მთავრდება.