ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობეზე, ენდი ძიძავას დამტკიცების შემთხვევაში, კანდიდატს ბევრი საინტერესო იდეისა და გეგმის განხორციელება აქვს მიზნად.
როგორც ენდი ძიძავამ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი თეატრის „აღორძინების ფონდის“ შექმნაა, რომლის ინიციატივაც ბეზნესმენ შალვა ხეცურიანს ეკუთვნის. ფონდის საქმიანობა მთლიანად მიმართული იქნება თეატრის აღორძინებისთვის, ახალგაზრდა რეჟისორების სპექტაკლების დადმისა და ინოვაციური იდეების დაფინანსებისთვის. გარდა ამისა, ენდი ძიძავას, მისი სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში მუშაობის შემთხვევაში, სურს შექმნას ალტერნატიული სივრცეები; ექსპერიმენტალური დარბაზი, ასევე ლაბორატორია – სახელოსნო, სადაც ახალგაზრდა რეჟისორებს, მსახიობებს თავიანთი ვერსიების, ფორმების ძიების საშუალება მიეცემათ. ასევე თეატრის ეზოში ღია ცის ქვეშ მოძრავი სცენის გაკეთება. თეატრის ეზოს ტერიტორია ამჟამად იჯარითაა გაცემული. ენდი ძიძავა იმედოვნებს, რომ შეძლებს მოიჯარესთან შეთანხმებას.
„თეტრში გვინდა მოვიზიდოთ „თინეიჯერები“ და მათ შევთავაზოთ ახლებური ხედვა. დღეს თეატრს ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავს კინოს, ინტერნეტისა და სხვ. სახით. გვინდა უფრო აქტუალური და საინტერესო გავხადოთ თეატრი ახალგაზრდებისთვის“.-აღნიშნა ენდი ძიძავამ.
სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატს, კიდევ ბევრი იდეა აქვს, რომლებზეც მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ამჟმად 7 კანდიდატურა განიხილება: კოტე აბაშიძე, გოგა თავაძე, თორნიკე მარჯანიშვილი მამუკა ტყემალაძე, გიორგი შალამბერიძე, დავით ნაცვლიშვილი და ენდი ძიძავა. მესხიშვილის თეატრმა თავისი მხარდაჭერა სწორედ მას გამოუცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება კულტურის სამინისტომ უნდა გამოიტანოს. ენდი ძიძავას დანიშვნის შემთხვევაში ის იქნება პირველი ქალი, რომელიც მესხიშვილის თატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე იმუშავებს.
სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებისათვის დრო სექტემბრის შუა რიცხვებამდე აქვს.
მესხიშვილის თეატრის სამხატრვრო ხელმძღვანელის პოსტი ბოლო 10 წლის განმავლობაში რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს ეკავა, რომელმაც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო და არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა.