საფეხბურთო კლუბ “ტორპედო” ქუთაისის პრეზიდენტის
ზაალ ჩაჩავას გადაწყვეტილებით, კლუბის აღმასრულებელ დირექტორად მამუკა მოსიაშვილი დაინიშნა.
“მამუკა მოსიაშვილი 42 წლის გახლავთ. აქვს უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლება. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განყოფილების უფროსად, თბილისის განვითარების ფონდში ეკონომიკური სამსახურის უფროსად, “თელასის” ბიზნეს ცენტრ “ისანის” უფროსად, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად, თბილისის მერიაში მთაწმინდა-სოლოლაკი- ორთაჭალის მუნიციპალიტეტის უფროსად…
მამუკა მოსიაშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი”, აღნიშნულია საფეხბურთო კლუბის ოფიცალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.