285 ბენეფიციარის შავი ზღვის კურორტზე
ავტობუსით გადასაყვანად მერია ტენდერს აცხადებს. “მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს ბენეფიციართა 5 (ხუთი) გადაყვანა-გადმოყვანა 2 (ორი) ავტობუსით (დასასვენებელ ადგილამდე მანძილი 110 კმ., სულ – 220კმ., ჯამში 2200 კმ.), რომელთა ტევადობა იქნება არანაკლებ 40 ადგილისა და ადაპტირებული ზემოთ აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებისათვის.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 ათას 850 ლარია. “მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს შავი ზღვის მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე, სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურორტზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით (ავტობუსი) გადაყვანა (სულ 285 ბენეფიციარი), ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურთან შეთანხმებით.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 მაისს დაიწყო და 23 მაისს სრულდება.
შეგახსნებთ, ღონისძიებაში მონაწილე ბენეფიციარებს მიეკუთვნება: 18 წელს ზემოთ შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციის ბენეფიციარები (საჭიროების შემთხვევაში მომვლელიც), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000, 3-18 წლის შშმ პირები და მათი მომვლელები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000, მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები. შავი ზღვის მაგნიტურ ქვიშაზე ბენეფიციარების დასასვენებლად 99 ათას 750 ლარიანი ტედნერია გამოცახდებული. აღნიშულ ტედნერზე წინადადებების მიღება დღეს სრულდება.