ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებამ
ქუჩის დატბორვა გამოწვია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ იციან კომპანიაში და უმოკლეს ვადაში მოგვარდება.” ამ დღეებში, დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოგვარდება”, – განაცხადეს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში.
ჩვენს კითხვაზე თუ რატომ ზიანდება გაპონოვის ქუჩაზე წყლის მილი ხშირად, კომპანიის პრესსამსახური გვპასუხობს, რომ ეს მოძველებული სისტემის ბრალია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას მსგავსი პრობლემები არ შექმნას და ქუთაისში მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდოს მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა მიმდინარეობს.
“როგორც იცით ჩვენი კომპანია ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს. ეს პროექტი სატუმბი სადგურების, რეზერვუარების, გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს. მიზანია ის, რომ მოგვარდეს ქალაქში მრავალი წლის მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდეს. ქუთაისი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი განხორციელება 86 მილიონ ლარზე მეტი ჯდება”,- განმარტავენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.