ქუთაისის ტურისტული ცენტრის წინ ღია ელექტრონული ბიბლიოთეკა მოეწყობა.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის ბიბლიოთეკა ე.წ. “გვირილის სკვერში”მოეწყობა და ასევე ჩაირთვება უფასო ინტერნეტი.
“ეს არის ელექტრონული ბიბლიოთეკა, მასზე განთავსებული იქნება ელექტრონული წიგნები და შესაბამისად იქ იქნება უფასო ინტერნეტი, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ ადამიანს ვისაც აქვს ანდროიდისა და “IOშ”- სისტემის სმარტფონები შეძლებათ აღნიშნული ბიბლიოთეკით ისარგებლონ,”- განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.
კლდიაშვილის განმარტებით ბიბლიოთეკაში როგორც ქართულენოვანი ასევე არაქართულენოვანი წიგნებიც იქნება და გათვლილია, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე ასევე ტურისტებზე.