ქუთაისის მერიისა და ადმინისტრაციული ერთეულების
შენობების გათბობის სისტემის მოსაწესრიგებლად ტენდერი გამოცხადდა. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 14 ათას 339 ლარია . სატენდერო წინადადებების მიღება 1 მარტს იწყება და 6 მარტს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიასა და ადმინისტრაციული ერთეულების შენობებში ცენტრალური გათბობის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მოახერხოს.