ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, “მაკდონალდსის” მშენებლობასთან
დაკავშირებით ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა და პროექტის განხილვა გაიმართება. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, პროექტში რეკრეაცია და სიმწვანე ჩაიდო. მოდენაზევე განთავსდება საათი. პროექტი კულტურული მემკვირეობის სააგენტომ ნახა და მიიჩნია რომ მშენებლობა შესწორებული ვარიანტებით შესაძლებელია. “საათს შეუცვალეს ადგილი და წამოვიდა წინა პლანზე იმიტომ, რომ საზოგადოებიდან ძირითადი აქცენტი კეთდებოდა საათზე. საათმა წინ გადმოინაცვლა და უფრო მეტად დანახვადი იქნება. ძალიან დიდი რეკრეაცია და სიმწვანე ჩაიდო პროექტში, რომ ეს იყოს ე.წ. მწვანე შენობა. იცით, რომ “მაკდონალდსის” ფერებია წითელი და ყვითელი. ეს მოედანს არ მოუხდებოდა და მუქი მწვანე და ქვისფერი შეირჩა, ზემო აგრეგატები შეიფუთა. რაღაც საკითხები გაკეთდა, შევხვდი ავსტრიელ და გერმანელ არქიტექტორებს, რომლებიც მსოფლიოში ცნობილები არიან, რომლებმაც დაამუშავეს ეს პროექტი და შემოიტანეს ჩვენთან. ჩვენ გავაგზავნეთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, სადაც ჩვენზე კომპეტენტური ხალხი მუშაობს და მოგვივიდა დასკვნა, რომ შესაძლებელია ამ ფორმით განთავსდეს”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
მისი თქმით, საჯარო განხილვა კიდევ ერთხელ მოეწყობა რათა გავიგოთ რას ეწინააღმდეგებიან შეხვედრაზე მოსული ადამიანები. “ვახდენთ კიდევ ერთხელ საჯარო განხილვას, რომ იქ ადამიანი რომ მოვა გავიგოთ რას ეწინააღმდეგება. ვთქვათ, 60 ადამიანის დასაქმებას ეწინააღმდეგება, ინვესტიციას ეწინააღმდეგება, ეკლესიას, სასტუმროს თუ რას ეწინააღმდეგება. საათს თუ ეწინააღმდეგება, წამოვიდა საათი წინა პლანზე,თუ უბრალოდ ქალაქში არაფრის გაკეთება არ უნდათ ეგ უნდა თქვან”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
“მაკდონალდსის” პროექტს ხვალ მერიის თეთრ დარბაზში 15 საათზე განიხილავენ.