ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ
კვლევა “2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებებები და გამოწვევები” წარადგინა. კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2012 წლის არჩევნებამდე ქალების როლი პოლიტიკაში 6 %-ით გაიზარდა. ყველაზე ცოტა ქალი საქართველოს პარლამენტში 2000 წელს იყო და 6% შეადგინა. 2012 წელს 12% . 2016 წლის არჩევნების შემდეგ კი 16%. 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებისას პროპროციულ საარჩევნო სიებში ქალების რაოდენობა 37% იყო, მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად კი 17,52% ქალი იყო წარდგენილი. საინტერესოა ის, რომ დღეს არცერთი მუნიციპალიტეტის მერი არ არის ქალი და რვა გუბერნიიდან არც ერთგან არ არის დანიშნული ქალი.
“რამდენიმე საკითხი გამოვყავით. ერთი ეს არის საკანონმდებლო სისტემა. ის საარჩევნო სისტემა, რომელიც წარმოდგენილია ვერ უზრუნველყოფს ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას. ასევე აუცილებელია ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელდეს მუშაობა. თან დაიმსხვრეს სტერეოტიპები, რომელიც ჯერ კიდევ ღრმადაა გაბატონებული საზოგადოებაში, რომ ქალების საქმე პოლიტიკა არ არის და მესამე, ეს ეხება თვითონ შიდა პარტიული დემოკრატიის განვითარებას, სადაც ქალებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პოლიტიკაში და მიიღონ მონაწილეობა, როგორც ნომინირების დროს მაჟორიტარ კანდიდატებად, ასევე პროპორციულ სიებში იყვნენ წარმოდგენილები”. – განაცხადა განაცხადა საიას საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელმა, ირმა პავლიაშვილმა.
საპარლამენტო სიების მსოფლიოს მონაცემებით, 193 ქვეყნიდან საქართველო 119 ადგილზეა.