აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა

და ეროვნულ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა. სასწავლებლის რექტორი გიორგი ღავთაძე ამბობს, რომ მემორანდუმი აქცენტირებულია ძირითადად სტუნდენტების სტაჟირებაზე. “მემორანდუმი აქცენტირებულია ძირითადად სტუდენტების სტაჟირებისათვის. ასევე ერთობლივ კვლევებზე, ბანკის სპეციალისტების მიერ მასტერკლასების ჩატარებაზე. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება რაიმე კონკრეტული კერძო შემთხვევა, რომელიც მეტ დეტალიზირებას საჭიროებს თანამშრომლობისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის კუთხით, გაფორმდება ხელშეკრულება. ამ დონეზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია, ვიწყებთ თანამშრომლობას და დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ შემდგარიყო ეს თანამშრომლობა და დიდი მადლობა ეროვნული ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტს”, – განაცხადა სასწავლებლის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კახა გვენეტაძეს თქმით, განათლებაში გაკეთებული ინვესტიცია ქვეყანას მოხმარდება. “დროდადრო გავაკეთებთ ლექციებს, პრეზენტაციებს, სემინარებს და ისევ და ისევ განათლებაშიც გავაკეთებთ ინვესტიციას, რომელიც ქვეყანას მოხმარდება”,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კახა გვენეტაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *