საქართველოს საფეხბურთო ნაკრები იორდანიის ნაკრებთან შეხვედრა დუბაიში
დღეს, თბილსის დროით 17 საათზე დაიწყება. მატჩის ნახვა სფფ-ის ვებ-გვერდის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, 23 იანვარს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დუბაიში შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი უზბეკეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:2 დაასრულა.
რაც შეეხება იორდანიის ნაკრებთან თამაშს. გუნდების პირველი შეხვერდა 2005 წლის 16 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგადა მაშინ საქართველოს ნაკრებმა იორდანიის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა.