“წითელი ხიდი” ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა,
რომელიც ახლა ასე გამოიყურება.
დაზიანებულია ზედაპირი, ტროტუარის ნაწილი. წვიმის დროს ხიდზე წყალი დგება და ფეხით გადაადგილება მასზე მხოლოდ ხიდის ტროტუარის მეშვეობით შეიძლება.
ხიდი ექსპლუატაციაში 1862 წლის მაისში გაეშვა. რეაბილიტაცია კი ბოლოს 2011 წელს, ქუთაისის მაშინდელი მერის მოადგილის დავით ანდღულაძის ბრძანების საფუძველზე ჩაუტარდა.