ქუთაისის მერიის
მიერ განსახორციელებელ პროექტში “ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოწყობასთან დაკავშირებით”, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, თხოვნით მიმართა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რათა მიეწოდებინათ მათი წერილობითი მოსაზრებები და წინადადებები, სოციალური საცხოვრისით დასაკმაყოფილებელი პირების ან ოჯახების შერჩევის კრიტერიუმებისა და წესების შესახებ.წერილობითი მოსაზრებების მიწოდების ვადა დღეს იწურებოდა, თუმცა მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ რეკომენდაციების მიღების ვადამ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იანვრის შუა რიცხვებამდე გადაინაცვლა. შესაბამისად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.