ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

გაიმართა სემინარი თემაზე: შინმოვლა საქართველოში, მოხუცებულთა პრობლემები და მოსახლეობის დაბერების ტენდენცია. სემინარში მონაწილეობა მიიღებეს იმერეთის რეგიონში მომუშავე მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების თანამშრომლებმა. “დღეს გაიმართა, საინფორმაციო შეხვედრა შინ მოვლის საკითხებთან დაკავშირებით. განხილული იქნა დაბერებასთან დაკავშიირებული შესაძლებლობები, ასევე ორის მოვლის საჭიროება და შინ მოვლა, როგორც ყველაზე იაფი და ეფექტუური მეთოდი ამ ადამიანების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად”,  – განაცხადა კოალიციის “შინ მოვლა საქართველოში” აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ვახანიამ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *