დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ფილმის “გოგონათა მხატვრული სახეები” ჩვენება მოეწყო
. ფილმი სტუდენტმა სალომე კერესელიძემ გადაიღო და მან ფილმში თანმედროვე გოგონების პრობლემები წრმოადგინა.
“პროექტის მიზანია გოგონათა პრობლემატიკის განსაზღვრა და საზოგადოებისა და გარესამყაროს მიმართ მათი დამოკიდებულებების ასახვა კინო-ფირზე, დოკუმენტური ხასიათის ფილმში, რომელიც შეასრულებს ერთგვარი სარკის როლს, გოგონათა რეალური მდგომარეობის საჩვენებლად.დოკუმენტური ფილმი აგებული იქნება გოგონების ინტერვიუებზე, აგრეთვე, იქნება ფოტო გამოფენა,”-ამბობს სალომე კერესელიძე.
პროექტის მხარდამჭერია ქალთა ფონდი ,,ფილია”.