ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად
თვითმხილველებმა ძაბვის ვარდნა დაასახელეს, ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი “ენერგო-პრო ჯორჯია” უარყოფს და აცხადებენ, რომ პუშკინის ქუჩაზე ძაბვის ვარდნა არ ყოფილა.
“გამოვრიცხავთ, რომ ხანძარი ძაბვის ცვალებადობით იყო გამოწვეული, ქსელში ელექტროენერგიის არ მიწოდებით ან სხვა რაიმე ავარიით, შესაბამისად ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, ძაბვა სტაბილურად მიეწოდებოდა პუშკინის ქუჩას იმ პერიოდში და გაითიშა მას შემდეგ, რაც სახანძრო სამსახურიდან შეტყობინება შემოვიდა პუშკინის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით,”-აცხადებეს “ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ გეგუჩაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისში ხანძარის შედეგად თეატრალური საზოგადოების შენობა მთლიანად განადგურდა.