ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში ახალგაზრდა
მამაკაცი გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა.
მეზობლების თქმით, მამაკაცი სახლში სავარაუდოდ ნასვამი მივიდა, ჩაეძინა და სიგარეტის ნამწვიდან საწოლს ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილი 32 წლამდე მამაკაცია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.