არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებებისა და განათლებისათვის“ ,
„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“(IWPR), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში(EUMM), ხვალ 26 ნოემბერს, 13 საათზე, ქ.ქუთაისში, დ. აღმაშენებლის მოედანზე (თეატრის კიბეებთან) მართავს აქციას „არა გენდერულ სტერეოტიპებს“, რომლის მიზანია სპეციალურად შექმნილ ბანერზე მოქალაქეებმა დაწერონ საზოგადოებაში გაბატონებლი სტერეოტიპები, რომელიც ქალებს გარკვეულ “როლს” აკისრებს.
აქცია გაიმერთება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემდერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდება.