კონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები და სტიმული მისცეს ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას
. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს.
” 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. მას ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტო ატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო,”-განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ.
კონკურსში გამარჯვებულებისთვის გაიცემა 4 პრემია: გრან-პრი, I, II და III პრემიები. დაწესებულია ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო ქანდაკებები.