“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა
დიმიტირ მხეიძემ ბრიფინგი გამართა.
დიმიტრი მხეიძის განცხადებით მისი მუშაობის მთავარი მიმართულება სამედიცინო სფერო იქნება.
“გამომდინარე იქედან, რომ ვარ ექიმი, მიმაჩნია, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაო. მაქვს ჩემი ხედვები, მაგრამ ჯერჯერობით არ დავკონკრეტდები. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია, სოციალური დახმარების დანიშვნის გამარტივება. უნდა დავასრულოთ ეს მათემატიკა და კომპიუტერული სისტემები. ადამიანურად უნდა მივუდგეთ საკითხებს,” – განაცხადა დიმიტრი მხეიძე.