უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში
გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებსა და ინციდენტებზე გამოძიება 94 საქმეზე მიმდინარეობს, პასუხისგებაში კი მიცემულია 19 პირი.”19 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული სხვადასხვა ტიპის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევებისთვის. იქნება ეს ცემა, სხვისი ქონების დაზიანება თუ უფრო მძიმე მუხლები, როგორიც ვიხილეთ მარნეულში თუ ჯიხაშკარში. ყველას მინდა მოვუწოდო, ყველა პარტიას, ყველა წარმომადგენელს უბანზე, კომისიების თითოეულ წევრს, ზეგინდელი დღე ყველამ ჩავატაროთ ცივილურ, სამაგალითოდ მშვიდ პირობებში,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.