ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა აცხდებს კონკურსს ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი”
კონკურსის მიზანია: ბიბლიოთეკის მკითხველთათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნა; ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორთა გამოვლენა; ლიტერატურული კომუნიკაციების გააქტიურება; ქუთაისის კულტურული ტრადიციების შენარჩუნება – განახლება.
კონკურსის თემატიკა: შემოდგომა, გიორგობისთვე. ჟიურის შემადგენლობა: თანამედროვე მწერლები, სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მკითხველები, პროფესიონალი ლიტერატორები. ჟიურის თავმჯდომარე იქნება წინა წლის გამარჯვებული. მონაწილეობა შეუძლია ყველა ასაკის ავტორს.
კონკურსის პირობები: კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური და გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა; ჩანახატი და მინიატურა – 150 სიტყვა). ფორმატი შეზღუდული არ არის. ნაწარმოები აუცილებლად უნდა ასახავდეს შემოდგომის (ფოთოლი, გიორგობისთვე, ფოთოლცვენა და ა, შ.) თემატიკას. კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა გამოაგზავნონ 2016 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, სათაურით: ,,ლიტერატურული კონკურსი”. მისამართი: ქუთაისი, ლილი ნუცუბიძის ქუჩა N1, ბიბლიოთეკის დირექცია. ტელ.: 0431 24 56 80; 0431 24 57 76. მობ.: 595 11 44 74; 599 39 84 99. ელ.ფოსტა: nargizchogovade@gmail.comcisia67@yahoo.com. ფეის-გვერდი: cici jinjikhadze.
გამარჯვებული გამოვლინდება 25 ნოემბერს. საუკეთესოდ მიჩნეული ნაწარმოების ავტორი დაჯილდოვდება დიპლომით, სპეციალური პრიზით და მიენიჭება “ჭადრის ოქროსფერი ფოთლის” ლაურეატის ტიტული. კონკურსის კიდევ 2 საუკეთესო მონაწილეს გადაეცემა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საუკეთესო პოეტური ნაწარმოებების პატარა წიგნად გამოცემას.