მიმდინარე წლის 10 ოქტომბერიდან
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას იწყებს. თუმცა, სხდომის ჩანიშვნის ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისის 128 უბანზე 28 საჩივარი დაიწერა. როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე , ავთანდილ ოსეფაიშვილმა აცხადებს , საჩივრების დიდი ნაწილი პროცედურული ხასიათისაა.
დარღვევები, ძირითადად, საკონტროლო ფურცლის არასწორ შევსებას, უბნის რამდენიმე წუთით დაგვიანებით გახსნას და სხვა მსგავს შემთხვევებს შეეხება.