საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო პარლამენტის 4 წლიან მუშაობას აფასებს.
კვლევაში მოცემულია ინფორმაცია პარლამენტის თითოეული წევრის აქტივობის შესახებ. კვლევის თანახმად, მერვე მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა 72 წევრმა. სიტყვით გამოსვლის უფლება საერთოდ არ გამოუყენებია 18 დეპუტატს. მათ შორის, უმრავლესობიდან გოდერძი ბუკია, ალექსანდრე თამაზაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, , თამაზ ყაჭეიშვილი, რევაზ შავლოხაშვილი, შოთა ხაბარელი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური და უმცირესობიდან ზაზა კედელაშვილი, კობა ნაყოფია, ლევან ქარდავა, ნიკოლოზ ყიფშიძე.