ქუთაისის ოპერის თეატრის სზეონს არატრადიციულად
– “ტრავიატა” ხსნის. წელსბის განმავლობაში ქუტაისის ოერის თეატრი სეზონს “აბეალომ და ეთერით” ხსნიდა. ახალ საოპერო სპექტაკლს მაყურებელი რამდენიმე საათში იხილავს. ქუთაისის ოპერის თეატრში “ტრავიატას” დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. 48-ე სეზნის გახნას კულტურის მინისტრი დაეწრება. “ტრავიატას” საპრემიერო წარმოდგენაში მთავარ როლებს ასრულებენ: ნაირა კიკოლიაშვილი (ვიოლეტა ვალერი), ანზორ ხიდაშელი (ალფრედ ჟერმონი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თაეტრის სოლისტი), ბაკურ კვირიკაშვილი (ჟორჟ ჟერმონი), ნუცა ზაქაიძე (ფლორა ბერვუა), მარიეტა მაჩალაძე (ანინა), იოსებ კიწმარიშვილი (გასტონი), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი დიუფონი), ემილ ჩარგაზია (მარკიზი დ”ობინი), აკაკი იოსელიანი (ექიმი გრენვილი); თეატრის გუნდი საპრემიეროდ მთავარმა ქორმაისტერმა ნათია გოგუაძემ მოამზადა. სპექტაკლს რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.
“ტრავიატა” 19:00 საათზე დაიწყება.
“ტრავიატას” მსოფლიო პრემიერა 1853 წლის 6 მარტს ვენეციის თეატრში “ლა ფენიჩე” შედგა.