წინასაარჩევნო პერიოდში გრძელდება
პოლიტიკურად აქტიური პირების უკანონო მიყურადების შემთხვევები,- ნათქვამია სამართლიანი არჩევნების მეოთხე შუალედურ ანგარიშში., რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
“აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების საუბრის აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საარჩევნო პროცესების რევოლუციური გზით განვითარების სცენარს განიხილავენ. აღნიშნული ჩანაწერების გავრცელებას წინ უსწრებდა მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნოდ დესტაბილიზაციასა და არეულობის გამოწვევას გეგმავს. მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა აწარმოონ ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ერთის მხრივ, როგორც ჩანაწერების ავთენტურობის და დანაშაულებრივი განზრახვის რეალურობის დასადგენად, ასევე, უკანონო ფარული მიყურადების დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად”, -აღნიშნულია სამართლიანი არჩევნების ანგარიშში.