განვითარებული მოვლენების გამო, რასაც პლათფორმიდან “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის”, “გირჩის” გამოსვლას მოჰყვა,
ქუთაისის მაჟორიტარობის კანიდიდატმა თემურ ცამციშვილმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა. მასში წერია:
„ჩემი მთავარი მიზანი არ იყო მაჟორიტარობა და პალამენტარობა. ჩემი მთავარი მოტივაცია არის ქუთაისის კეთილდღეობა. მე ვარ და ვრჩები „ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის“ იმერეთის ორგანზიაციის ხელმძღვანელად. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამ პოზიციიდან შეიძლება საინტერსო საქმეების განხორციელება. წინ გაქვს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ნდობას მიცხადებდა. მადლობა იმათ ვინც ჩემთან ერთად ცდილობდა შეეცვალა ქუთაისში პოლიტიკური გარემო და მადლობა მათ ვინც ჩემთან ერთად აგრძელებს სვლას. მეტი თავისუფლება.“
თემურ ცამციშვილი ამ დროისთვის ქუთაისში არ იმყოფება. ოფიციალურ განცხადებას, იგი მოგვიანებით გააკეთებს.