მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
ახორციელებს უკანონო მიგრაციის პრევენციის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას უსაფრთხო მიგრაციასთან დაკავშირებულ და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე. ქუთაისში, მიგრაციის ცენტრში ბრიფინგი გაიმართა, სადაც გაჟღერდა, რომ 2016 წლის 3 აგვისტოს ბელგიამ,ისევე როგორც საფრანგეთმა და ბულგარეთმა, გამოაქვეყნა სია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების შესახებ, ამ სიაში მოხვდა საქართველოც. “საქართველოს მოქალაქე რომელიც ამიერიდან დააპირებს ბელგიაში კონკრეტულ შემთხვევაში თავშესაფარში ჩაბარებას, ჩვენ მათ ვაწოდებთ კონკრეტულ ინფორმსციას, რომ ბელგიამ, ბულგარეთმა საფრანგეთმ და ავსტრიამ ამოიღო საქართველო საფრთხის შემცველი ქვეყნების სიიდან, რაც თავის მხრივ გულისხმობს, იმას რომ საქარტელოს მოქალქეებს ამ ქვეყენბში ეთქმებათ უარი რადგან თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა მიგრაციის საერტაშორისო ცენტრის კოორდინატრომა ნუგზარ კოხრეიძემ.