ფეისბუქი, რომელიც შეშფოთებულია ბოლო ხანს ყალბი ახალი ამბების,
ეგრეთ წოდებული ფეიქ ნიუსების გავრცელების მასშტაბით, მომხმარებელს სპეციალურ რეკომენდაციებს აწვდის. ზოგიერთ მათგანს აქ განვიხილავთ.
მაშ ასე:
ყურადღებით დააკვირდით სტატიებში გამოქვეყნებულ ფოტოებს. თუ ფოტოზე გამოსახული მოვლენა შოკისმომგვრელი, ან დაუჯერებელია, ეს საკმარისია იმისთვის რომ სკეპტიკურად განეწყოთ. გამოიყენეთ გუგლის სერვისი, რომელიც ფოტოს მიხედვით ძებნის საშუალებას იძლევა. გადმოწერეთ საეჭვო ფოტო, შემდეგ გუგლის საძიებო გვერდზე გადადით განყოფილებაში „სურათები“ და საძიებო ველში პირდაპირ გადაიტანეთ გადმოწერილი ფოტო. თუ ფოტო რეალურია, იგი აუცილებლად იქნება გამოყენებული სხვა, ანალოგიური შინაარსის მქონე სტატიებში.
ყურადღება მიაქციეთ სტატიის თარიღს. ფეიქ ნიუსების ავტორები თარიღს არ უთითებენ ხოლმე, რადგან ზუსტად არ იციან, როდის მოიხვეჭს მათი სტატია პოპულარობას. ამიტომ ხშირად ხდება, რომ სტატია რამდენიმე თვის, ან წლის წინანდელია და საღდება, როგორც ახალი ამბავი.