რადიო "ძველი ქალაქი" - ოცდასამწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია,
ქვეყნის  სიდიდითა  და  მნიშვნელობით  მეორე  რეგიონში.


"ძველ ქალაქთან" თანამშრომლობა საშუალებას მოგცემთ:


1. მისწვდეთ ასიათასობით ადამიანს, ზუსტად შეარჩიოთ სამიზნე ჯგუფი ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობის მიხედვით.

2. ისარგებლოთ "ძველი ქალაქის" მარკეტოლოგთა უნიკალური გამოცდილებით და ზუსტად დაგეგმოთ თქვენი პოლიტიკა.

3. განიმტკიცოთ წარმატებული და კვალიფიციური კომპანიის იმიჯი.

4. ესტუმროთ მომხმარებელს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებით: სახლში, ავტომობილში, სამსახურში, გართობისა და დასვენებისას.

რატომ რადიო?

1. ქართული რადიომარკეტის მკვლევარის, TNC - ის მონაცემებით, რადიოს ყოველკვირეულად მოსახლეობის ნახევარზე მეტი უსმენს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

2. ამერიკული კომპანია Statistical Research Inc - ის კვლევების თანახმად, ხმოვანი ინფორმაცია ადამიანის ცნობიერებაში 4-5 - ჯერ უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე ვიზუალური.

3. რადიო არააგრესიული მედიაა, იგი არ ითხოვს მსმენელისაგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ან ხანგრძლივად ერთ ადგილზე ყოფნას.

4. რადიო ყველაზე ახლოს დგას მომხმარებელთან, იგი მას პროგრამებში უშუალო მონაწილეობის შანს აძლევს.

5. სარეკლამო საშუალებებს შორის რადიო ყველაზე იაფია.

რატომ ძველი ქალაქი?

1. "ძველი ქალაქის" მაუწყებლობის არეალში დაახლოებით 700 000 ადამიანი ცხოვრობს.

2. "ძველმა ქალაქმა" მაუწყებლობის ოცი წლის განმავლობაში, ერთგულ მსმენელთა მთელი არმია შეიძინა.

3. "ძველი ქალაქი" ერთადერთი სტაბილური და მაღალრეიტინგული რადიოსადგურია რეგიონში.

4. "ძველი ქალაქი" თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ჟღერადობის რადიოსადგურია.

5. "ძველი ქალაქის" პერსონალმა სტაჟირებები გაიარა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, მათ შორის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო პროგრამების წარმოების, რეკლამის სფეროებში.

6. "ძველი ქალაქი" დღესაც სარგებლობს მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების კონსულტაციებით.

დასასრულს:

ჩვენ დაგეხმარებით გააკეთოთ ეკონომია, უფრო ეფექტური გახადოთ თქვენი საქმიანობა.

ქუთაისი, გაპონოვის #30
431 241079, 577 495678
FaceBook Twitter Google




დაგვიკავშირდით:
სახელი
გვარი*
კომპანია*
ელ. ფოსტა
ტელეფონი
ტექსტი
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 3 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 18 °C
img
ბათუმი 7 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020