ვარლამ გოლეთიანი რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში ჩაგვერთო.

მისი თქმით ქუთაისში გათენებული 141-ე დღის შემდეგ,  მათ ნამახვანში კიდევ უფრო დიდი შემადგენლობით გადაინაცვლეს და  ყოველდღიური პროტესტი ხეობაში გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, გუშინ, ქუთაისში  გამართულ აქციაზე რიონის ხეობის მცველებმა 5 პუნქტიანი მოთხოვნები წამოაყენეს,  მთავარ მოთხოვნებს კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა-გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს , რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტი  თბილისში პარლამენტთან გადაინაცვლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *