სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გრძელდება. ქუთაისში აქციები მეხუთე დღეა იმართება.

ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც თბილისში და ქუთაისში აქციის მონაწილეობიდან ისმოდა, 2020 წელს, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, “ქართულმა ოცნებამ” ნულოვანი ბარიერით შესთავაზა ამომრჩეველს. თუმცა, ერთ-ერთი, ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, გახარიას გადაყენება, არც განუხილავთ. გარდა ამისა, ქუთაისელი აქტივისტების დღის წესრიგში კიდევ ერთი საკითხი, ანტისაოკუპაციო კანონის თანახმად, ვასილ კიკვიძის ძეგლის დამონტაჟი გაჩნდა. იდეა 2011 წლიდან მუსირებს და ვერც ერთი მერის პირობებში ვერ მოხერხდა ძეგლის დემონტაჟი. რა გეგმები აქვთ მოძრაობის წევრებს და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ ისინი მიზნის მისაღწევად, მოისმინეთ გადაცემაში “მთელი დღე”. სტუმრები: გოჩა ჩხეტია, მისო მუმლაძე, იმედა ონიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *