ქუთაისში 11 ივნისს გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “არტისტერიუმი”, რომელიც საგანმანათლებლო, კულტურული და შემოქმედებითი პლათფორმაა.
2008 წელს, თბილისში დაფუძნებულმა გამოფენამ პირველად გადმოინაცვლა ქუთაისში და დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა.
მაში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები. “არტისტერიუმის” პროგრამა გარდა გამოფენისა ტურისტულ-ეთნოგრაფიულ მარშრუტებს, ლექციებს და სხვადასხვა პერფორმანსებს აერთიანებს.
ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქში” ისაუბრეს კურატორმა მაგდა გურულმა და მხატვარმა ლია უკლებამ.