“ოქროს საწმისის ძიებაში”-ასე ქვია საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს, რომელიც ქუთაისში 3 და 4 მაისს გაიმართება.
ქუთაისი არის პირველი ქალაქი რეგიონში, რომელიც უმასპინძლებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს , რათა უკეთ მოხდეს ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალისა და მისი ფუნქციური ადგილების გაცნობა. ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს შანსი ეძლევათ დაესწრონ პლენარულ სხდომებს თავიანთი ინტერესის სფეროების მიხედვით და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, რომელიც ეხება: ტურიზმს, სამედიცინო-რეკრეაციულ ბიზნესს და სხვა. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ქუთაისში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციები და გაიგონ უფრო მეტი იმერეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის განმავლობაში , მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება უკვე შემდგარ მეწარმეებს.
ფორუმის მნიშვნელობის შესახებ, გადაცემაში “მთელი დღე” მაია სურმავასთან ერთად, ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ ისაუბრა.